შეცვალე ენა. შეინარჩუნე ხმა.

ენაცვალე ვიდეოებს თარგმნის, ახმოვანებს და თან მოსაუბრის ხმას ინარჩუნებს. გადართე ენა და თავად მოუსმინე.

გაახმოვანეთ პირველი ვიდეო უფასოდ · ფასები

ვინ იყენებს ენაცვალეს

  • ავტორები

    გამოაქვეყნეთ ნებისმიერი ვიდეო სხვა ენაზე იმავე დღეს.

  • განათლება

    ლექციები, კურსები და საარქივო კადრები, რომლებიც სტუდენტებს გამოადგებათ.

  • კინო და ტელევიზია

    ტრეილერები და არქივი უცხოელი და ადგილობრივი მაყურებლისთვის.

  • ბიზნესი

    ერთი ჩანაწერი რეკლამისა და ტრენინგისთვის, ორივე ენაზე.

  • აუდიოწიგნების მოყვარულები

    აქციეთ ნებისმიერი წიგნი აუდიოწიგნად.

ხშირად დასმული კითხვები

რას მოიცავს უფასო საცდელი?
უფასო საცდელი მოიცავს 25 წმ გახმოვანებას ან 1 წთ 40 წმ ტექსტის ხმად გენერირებას - ერთხელ, ელფოსტის დადასტურების შემდეგ. ბარათის გარეშე.
რა ხდება, როცა თვის ბოლომდე კრედიტები მეწურება?
იყიდეთ დამატებითი კრედიტები, გეგმის 25%, 50% ან 100%-ის სახით, ან გადადით უფრო დიდ გეგმაზე. მაღალი გეგმა მომენტალურად აქტიურდება, დაბალი გეგმის არჩევის შემთხვევაში კი არსებული გეგმა თვის ბოლომდე აქტიურია.
როგორ ავირჩიო ხმა?
გახმოვანების დროს შეგიძლიათ აირჩიოთ სტუდიური ხმები ან მონიშნოთ ხმის კლონირება, და ვიდეო მოსაუბრის ხმით გახმოვანდება. ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენი ხმები და გამოიყენოთ გახმოვანების პროცესში.
შემიძლია მასალის გასწორება?
დიახ, ფასიან გეგმაზე შეგიძლიათ გახსნათ მასალა რედაქტორში და შეასწოროთ წინადადება, გადაუნაცვლოთ ადგილი, შეუცვალოთ ხმა და ახლიდან დააგენერიროთ.
რომელი ენებია ხელმისაწვდომი?
ამჟამად ყველა პროცესი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყოველდღიურად ახალ-ახალ ენებს ვამატებთ.
შემიძლია გამოწერის გაუქმება?
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გააუქმოთ გამოწერა და ისარგებლოთ მისით მიმდინარე თვის ბოლომდე.